დასახელება:
ტექნიკური საკითხების ადმინისტრაციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საგანმანათლებლო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
საგანმანათლებლო კომპლექსი ეძებს ტექნიკური საკითხების ადმინისტრაციულ მენეჯერს
მდებარეობა: კრწანისი 24გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
რას გთავაზობთ:
** სტაბილური სამუშაო გარემო
** მოტივირებული გუნდი
** ხელფასი შეთანხმებით 1500 ლარიდან (გამოცდილებისა და დატვირთვის მიხედვით)
** შესაძლებლობა იყოთ ორგანიზაციის ყოველდღიური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
დაცვა და უსაფრთხოება:
** ობიექტის დაცვის თანამშრომლების მოძიება გასაუბრება და მიღება
** გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლი
** ცვლების მონიტორინგი და დისციპლინის უზრუნველყოფა
** უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე დაკვირვება და პრობლემების სწრაფი რეაგირება
ტრანსპორტი და გადაადგილება:
** მძღოლების სამუშაო გრაფიკის კონტროლი
** მარშრუტების დაგეგმვა სხვადასხვა საჭიროების მიხედვით
** მანქანების მოძრაობის ეფექტურობის კონტროლი და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
პროდუქტებისა და ტვირთის მიღება:
** პროდუქციისა და სხვადასხვა ნივთების მიღება და შემოწმება
** დოკუმენტაციის გადამოწმება და სწორი გადანაწილება შესაბამის სტრუქტურებში
** მარაგების გადაადგილებისა და განთავსების კონტროლი
ტექნიკური და საყოფაცხოვრებო საკითხების მართვა:
** შენობის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
** პრობლემების დროული აღმოჩენა და ხელოსნებთან კოორდინაცია
** წვრილმანი შესყიდვების დაგეგმვა და შესრულება
შინაგანი კოორდინაცია:
** თანამშრომლებთან და ადმინისტრაციასთან მჭიდრო კომუნიკაცია
** სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მოთხოვნების მიღება და შესრულებაზე ზრუნვა გუნდთან ერთად სწრაფი რეაგირება ყოველდღიურ საჭიროებებზე
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე — სასურველია
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** საბაზისო ტექნიკური ცოდნა
** კომპიუტერული უნარები — Excel, Google Forms, WhatsApp ჯგუფებთან მუშაობა
** ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა - სასურველია
საკონტაქტო ელფოსტა: vered@chabad.ge
|
|
|
|