დასახელება:
გაყიდვების და ტენდერების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯეო ტექნიკსი
|
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება და სპეც. ტექნიკის გაქირავება/რეალიზაცია.
კომპანია "ჯეო ტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ა. ბელიაშვილის ქ. #142;
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (09:00-18:00);
ანაზღაურება: ფიქსირებული, ბონუსი
თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ:
** სანდო და სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს, თუ გყავთ არასრულწლოვანი შვილები
ძირითადი მოვალეობები:
** წინასატენდერო ბაზრის კვლევაში მონაწილეობა;
** სატენდერო წინადადებების შედგენა და დროული წარდგენა;
** ტენდერებში მონაწილეობისთვის ყველა საჭირო ეტაპზე ჩართულობა;
** კომპანიის ონლაინ არხებით პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის ონლაინ არხებით შემოსული შეკვეთების მიღება, დამუშავება
ძირითადი მოთხოვნები:
** მოლაპარაკებების წარმართვის და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სასურველია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@geotechnics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების და ტენდერების მენეჯერი)
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|