Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666446&print=yes&view=jobs
 
მომსახურების პერსონა/მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების პერსონა/მიმტანი
მომწოდებელი: ანძა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა" - ANDZA.BBQ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების პერსონაზე.

ჩვენი სამზარეულო ამერიკული სტილის ბარბექიუთი გამოირჩევა, ასევე გვაქვს ბურგერები და სხვა კერძები. სივრცე ინდუსტრიული და ამავდროულად, მყუდროა, განსხვავებული გარემო ქალაქში, სადაც სტუმარი თავს ქალაქგარეთ გრძნობს.

გრაფიკი: 5/2, ოთხშაბათი-კვირა, 14:00-23:00
ანაზღაურება: 1400 + თიფი (საშუალოდ 2000 ლარი და მეტი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობის ცოდნა;
** მომსახურების წესების დაცვა;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
** სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო (მონდომებას უფრო ვაქცევთ ყურადღებას);
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: andza.bbq@gmail.com ან მოგვწერეთ ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/andza.bbq/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია