Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666415&print=yes&view=jobs
 
სუსტი დენების სადენების და აპარატურის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუსტი დენების სადენების და აპარატურის მემონტაჟე
მომწოდებელი: სისტემები
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა: 13 ოქტომბერი
შპს "სისტემები" აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების სადენების და აპარატურის მემონტაჟის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. კახეთის გზატკეცილი 35ბ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00. შაბათი, 9:00-15:00.
სუსტი დენების სხვადასხვა სისტემებისთვის მოქნილი გრაფიკი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფიზიკური საქმიანობის შესრულების უნარი;
** საველე პირობებში მუშაობის უნარი;
** საინსტალაციო ინსტრუმენტების (ბურღი, კუთხსახეხი, "ჯეკმეიკერი" და სხვა) გამოყენების უნარი;
** სასურველია და პრიორიტეტი მიენიჭება კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკოსის დონეზე მცოდნეებს.

მოვალეობები:

** კაბელ-არხების, ელექტრო და ქსელის კაბელების ინსტალაცია / დაბოლოება;
** საკომუნიკაციო კარადების აწყობა-მონტაჟი;
** ვიდეო-კამერების, WiFi დაშვების წერტილების, სახანძრო დეტექტორების ინსტალაცია;
** სამუშაო სრულდება როგორც შენობის შიგნით, ასევე საველე პირობებში.

შრომის ანაზღაურება:

** გამოცდილების მიხედვით;
** გამოსაცდელი (ანაზღაურებადი) პერიოდი 1 თვე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე info@systems.ge

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია