Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666327&print=yes&view=jobs
 
მვალცავი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მვალცავი
მომწოდებელი: რუსთავის ფოლადი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
გსურთ შეისწავლოთ პროფესია, რომელიც მთელ მსოფლიოში დაფასებულია?

გიწვევთ ანაზღაურებად სასწავლო პროგრამაზე საქართველოს უდიდეს მეტალურგიულ საწარმოში.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - მხოლოდ 15!

რას გთავაზობთ:

** სწავლების პირველ თვეს ხელფასი 1600 ლარი;
** სწავლების შემდგომ პერიოდში, ხელფასი 2000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი ხელფასის 20%-მდე;
** სწავლების დასრულების შემდეგ, შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა თვეში 3600 ლარამდე;
** სწავლების პირველივე დღიდან უფასო კვება და სამედიცინო დაზღვევა;
** სწავლება და მხარდაჭერა მენტორებისაგან ;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულ ინდუსტრიაში.

რას შეისწავლით:

** თანამედროვე დგანების მართვა (შემომგლინავი, გამაღრუებელი, ავტომატური, მაკალიბრებელი);
** მუშაობა სხვადასხვა კლასის ფოლადთან;
** მვალცავის პროფესია - პრესტიჟული და მოთხოვნადი სპეციალობა, რომელიც ახალ ჰორიზონტს ხსნის.

ეს რეალური შანსია ახალგაზრდებისთვის, დაიწყონ კარიერა ნულიდან!

ჩვენ გასწავლით, გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და გიხსნით გზას პერსპექტიული მომავლისკენ!

შემოუერთდით ჩვენს გუნდს და ააშენეთ თქვენი მომავალი ჩვენთან ერთად!

საკონტაქტო ელფოსტა: r.gagoshashvili@rustavisteel.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია