დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
"ტერაბანკში" იურისტს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
** ხარ აქტიური, კომუნიკაბელური და მოტივირებული
** გაქვს ინგლისურ ხელშეკრულებებთან და იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო/საფინანსო სფეროში)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე + გაიცემა წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე
შენი მოვალეობა იქნება:
** საბანკო ხელშეკრულებების მომზადება და გადახედვა
** იურიდიული დასკვნების მომზადება
** საბანკო პროცედურა/პოლიტიკების და ხელშეკრულებების საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა
** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა საბანკო სფეროში არსებულ საკითხებზე
** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "იურისტი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|