Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666237&print=yes&view=jobs
 
ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: პრემიქსი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს PREMIX ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

შპს PREMIX-ის შექმნისას გვჯეროდა რომ — სანდოობა, საქმისადმი ერთგულება და ადამიანური დამოკიდებულება ნებისმიერი წარმატების საწყისია. ყველაფერი კი 2002 წლის 4 დეკემბერს დაიწყო. შპს PREMIX შეიქმნა იმ სურვილით, რომ საქართველოში იარსებებდა ადგილი, სადაც ხარისხიანი, ორიგინალი ავტონაწილები, სანდო ავტო სერვისი და ადამიანური დამოკიდებულება ერთ სივრცეში შეხვდებოდა ერთმანეთს.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ.გაფრინდაშვილის #15
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე;
შრომის ანაზღაურება: გამომუშავებით (2000 +)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
** ავტომობილის ელექტრონული სისტემების დიაგნოსტიკა და აღდგენა.
** დაზიანებული სადენების, ფარების, სიგნალიზაციის, აკუმულატორის სისტემების (და სხვ.) შეკეთება/ჩანაცვლება;
** რეკომენდაციების მიწოდება შემდგომი ტექნიკური მომსახურებისთვის;
** ელექტრო ხელსაწყოების და მოწყობილობების სწორად გამოყენება და შენახვა;
** საკუთარი სამუშაო სივრცის მოწესრიგება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** კომპიუტერული დიაგნოსტიკის ცოდნა (კოდების წაკითხვა/გარჩევა, მონაცემების ანალიზი, ტესტირება)
** ელექტრო სადიაგნოსტიკო მოწყობილობების (OBD წამკითხველები, მულტიმეტრი, ტესტერი) მოხმარების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** ავტომობილის ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599052027.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი პრემიქსის გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია