Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=666235&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: საერთაშორისო კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გსურს მიიღო გამოცდილება დიდ, საერთაშორისო კომპანიაში, გამოიყენე შესაძლებლობა და შემოუერთდი მეგობრულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოგისტიკის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოგროვება
** დოკუმენტაციის შედგენა/გადამოწმება
** მიმდინარე ლოგისტიკური პროცესების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში
** ვიზიტები ლოკაციაზე ფაქტობრივი მონაცემების დასადარებლად
** ინფორმაციისა და მოთხოვნილი დოკუმენტაციის დროული მიწოდების კონტროლი
** თანამშრომლებთან კოორდინაცია საქმიანობის ფარგლებში
** განყოფილების მიმდინარე პროცესებში ჩართვა
** ლოგისტიკის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი - სფერო: ლოგისტიკა/ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/გადაზიდვები
** MS Office (Word, Excel, Outlook, PPT) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სისტემებში მუშაობის გამოცდილება, საპში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენები: ინგლისური - კარგად, რუსული - სალაპარაკო დონეზე
** სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** მოკლე სამუშაო დღეს პარასკევს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე:apply185@gmail.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply185@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია