Робота для біженців з України
Plumbing ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Plumbing ინჟინერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** პროექტირების კონცეფციისა და მიდგომების შემუშავება, მონაცემების შეგროვება და გადამოწმება;
** საპროექტო დოკუმენტაციის შემოწმება კონტრაქტის მოთხოვნებისა და მოქმედი ადგილობრივი/საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
** დოკუმენტაციის ტექნიკურ შეფასებაში მონაწილეობა, მიღებული პროექტის რევიზია-ოპტიმიზაცია;
** საჭიროების შემთხვევაში, სისტემების საპროექტო ნახაზის (კვანძის) შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
** პროექტის დიზაინის შესაბამისი დანადგარების შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** ადგილზე სისტემატური ვიზიტის განხორციელება სამუშაოს პროგრესისა და ხარისხის კონტროლის მიზნით;
** არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სამუშაო ნახაზების მონიტორინგი და დროული, დეტალური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია AutoCAD-ის და Revit პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
** აუცილებელია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე