Робота для біженців з України
სუ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ შეფი
მომწოდებელი: ლოს ამიგოს
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
მექსიკური სწრაფი კვების ობიექტი "ლოს ამიგოს" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს გუნდს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს პროდუქციის ოპტიმალური მოხმარება / უზრუნველყოს შეკვეთების გაფორმება, საჭირო მარაგების მიხედვით;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (6/1)
** დილის ცვლა 10:30-18:30
** საღამოს ცვლა 18:00-02:00;
** ანაზღაურება: ცვლაში 90ლ (ხელზე ასაღები)

ჩვენ გთავაზობთ:

** წინსვლა / დაწინაურების შესაძლებლობას;
** კვებას;
** ღამის ცვლის დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას;

საკონტაქტო ელფოსტა: losamigos.vake@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე