Робота для біженців з України
მემანქანე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მემანქანე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს ელექტრომატარებლის მემანქანეების მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხად გასაუბრებას. გასაუბრების პროცესში შეფასდება აპლიკანტის მოტივაცია და ინტერესები პროფესიისადმი, პროფესიული ცნობისმოყვარეობა, მზაობა პროფესიის შესაბამისი საქმიანობის შესასრულებლად, პროფესიისადმი დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება, თვითპრეზენტაციის უნარი, აგრეთვე კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და სამუშაო გამოცდილება.

გასაუბრების გავლის შემდეგ მოსამზადებელ ჯგუფში ჩაირიცხებიან ქმედუნარიანი ის მსურველები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გასაუბრებას.

ელექტრომატარებლის მემანქანეების პოზიციის შრომის პირობები.

სამუშაო გრაფიკი: ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიცია - ცვლიანი.

ანაზღაურება: ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიცია - 16, 17 ლარი საათში.

ფუნქცია-მოვალეობები:

ელექტრომატარებლის მემანქანე პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე და ვალდებულია დაიცვას თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული უფლება-მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი განათლების სრული კურსი.
** ამასთან, პირებს რომლებიც გაივლიან გასაუბრებას და ჩაირიცხებიან ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ვალდებულები იქნებიან სწავლის დაწყებისათვის წარმოადგინონ - სამედიცინო დოკუმენტაცია -ფორმა IV-100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

მიღების ვადა განისაზღვროს 2025 წლის 11 სექტემბრიდან 2025 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; ZAsatiani@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე