დასახელება:
მქარგავი
|
მომწოდებელი:
ატელიე Maricconi
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"ატელიე MARICCONI" აცხადებს ვაკანსიას მქარგავის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ლერმონტოვის ქუჩა
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო ცვლა: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1500 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი
** 4-საათიანი სამუშაო ცვლა: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 15:00 ან 15:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500-750 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი
"ატელიე MARICCONI" წარმოადგენს სივრცეს, სადაც ტრადიციული ხელსაქმე ერწყმის თანამედროვე ესთეტიკას და იქმნება ქალის ხაზის ტანისამოსი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი სილუეტებითა და უნიკალური დიზაინით. ატელიეს ესაჭიროება გამოცდილი მქარგავი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სისქის ქსოვილებზე საქსოვი და მულინის ძაფით ქარგვა, სხვადასხვა სირთულის კომპოზიციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა (ესკიზების მომზადება, ქსოვილის გადატანა, კონტურის დადება, ტექნიკური ხერხის შერჩევა და ქარგვა);
** სხვადასხვა ტექნიკით მუშაობის უნარი (ხელით ქარგვა, დეკორატიული ნაკერი, ბისერი, მულინი და სხვა);
** ბისერით ქარგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე მანქანური ქარგვის ტექნოლოგიები გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info.maricconi.com 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|