დასახელება:
მკერავ-კონსტრუქტორი
|
მომწოდებელი:
ატელიე Maricconi
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
|
"ატელიე MARICCONI" აცხადებს ვაკანსიას მკერავ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ლერმონტოვის ქუჩა
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო ცვლა: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 19:00,
** ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-3000 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი
** 4-საათიანი სამუშაო ცვლა: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 15:00 ან 15:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000-1500 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე) + ბონუსი
"ატელიე MARICCONI" წარმოადგენს სივრცეს, სადაც ტრადიციული ხელსაქმე ერწყმის თანამედროვე ესთეტიკას და იქმნება ქალის ხაზის ტანისამოსი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი სილუეტებითა და უნიკალური დიზაინით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე;
** ქალის ტანსაცმლის კონსტრუირება, მოდელირება და მასალაში შესრულება;
** კონსტრუქციული პროექტის შედგენა;
** პროექტის შესაბამისად ნახაზების შედგენა;
** პროექტის შესაბამისად მასალების რაოდენობის დათვლა;
** კონსტრუქციული გათვლების წარმოება;
** შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან შუალედური/საბოლოო პროექტის წარდგენა;
** ინდივიდუალური შეკვეთების შემთხვევაში — კლიენტის კვალიფიციური კონსულტირება და მათთვის კონსტრუქციის შექმნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info.maricconi.com 2025 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|