დასახელება:
ფინანსური დირექტორი
|
მომწოდებელი:
EBIT Group
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
ჰოლდინგური კომპანია "ებიტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, რომელიც უხელმძღვანელებს ფინანსურ საკონსულტაციო პროექტებს.
"ებიტ ჯგუფი" არის ლიდერი საკონსულტაციო ჯგუფი ფინანსების მართვის მიმართულებით (www.ebit.ge).
ჩვენ ვუზრუნველყობთ კომპანიების მომგებიანობის ზრდას, კომპანიების ფინანსურ სტაბილურობას, ვქმნით კომპანიის საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მოდელებს და ვნერგავთ კონტროლისა და მართვის საერთაშორისო მეთოდებს.
ვემუშავებით 10-ზე მეტ ბიზნესს სექტორს და ვუზიარებთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას.
ჩვენი მთავარი მისიაა ბიზნეს-კომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის.
ჩვენ შევქმენით ფინანსების მართვის მაღალკვალიფიციური სტანდარტი.
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვზრუნავთ თანამშრომლების სწავლებასა და განვითარებაზე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაღწიონ იმ ნიშნულს, რასაც ჰქვია "ექსპერტი ფინანსურ საკითხებში" .
ფუნქცია მოვალეობები:
** კლიენტი-კომპანიების მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის დიაგნოსტიკა, ფინანსური რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის სისტემების ანალიზი;
** კლიენტი-კომპანიების ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და ფინანსური მოდელების მომზადება სხვადასხვა სცენარების მიხედვით;
** კლიენტი-კომპანიების ფულადი სახსრების მართვა, ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლის ეფექტური პროცედურების შემუშავება;
** კლიენტი-კომპანიების ბიუჯეტირების სისტემის დანერგვა;
** ფინანსური მონაცემების ანალიზი: ტენდენციების განსაზღვრა და გაუმჯობესების რეკომენდაციების გაკეთება;
** ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადება: ბალანსი, მოგება-ზარალი, ქეშ-ფლოუ ასევე კომპანიის სპეციფიკაზე მორგებული დამატებითი ფინანსური და კომერციული რეპორტები;
** საინვესტიციო გადაწყვეტილების შეფასება;
** ყოველთვიური ფინანსური შედეგების ანალიზის წარდგენა კომპანიის დამფუძნებლებთან და ბორდთან, რეკომენდაციების მომზადება კომპანიის მომგებიანობასთან, ფინანსურ სტაბილურობასთან და ფულის მართვასთან დაკავშირებით;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ფინანსური მიმართულებით მუშაობის 5 წლის გამოცდილება, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ზუსტ მეცნიერებათა მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკვალიფიკაციო სერტიფიცირება (ACCA ან სხვა);
** ინგლისური ენის ცოდნა ბაზისურ დონეზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: საოფისე
** სამუშაო დღეები: ორშაბათი- პარასკევი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელმისამართზე: career@ebit.ge
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 სექტემბერი
|
|
|
|