Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665944&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ერა ჯორჯია 2023
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
შპს "ერა ჯორჯია 2023", წყალმომარაგების და გაზმომარაგების ფასონური ნაწილების იმპორტიორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქიზიყის ქ. N42
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** ჩარიცხული თანხებისა და მიღებული ნაღდი ფულის ასახვა პროგრამაში;
** დებიტორული დავალიანებების შესახებ რაპორტების მომზადება;
** ფინანსური რაპორტების მომზადება;
** პროგრამაში ასახული ნაღდი ფულადი სახსრების შედარება შემოსავლების სამსახურის პორტალზე დაფიქსირებულ მონაცემებთან და ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება შედარების მიზნით;
** შეკვეთების გაწერა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა ოპერატიული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სავალდებულო);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დასრულებული სასწავლო კურსი (მოკლე კურსები) ბუღალტერიაში (ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** არითმეტიკული/მათემატიკური უნარები;
** კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: a.ioseliani@erageorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

შპს "ერა ჯორჯია 2023" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია