დასახელება:
პროდუქტის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ინტერლაბი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
კომპანია "ინტერლაბი" - საქართველოში ლაბორატორიული მოწყობილობებისა და რეაგენტების ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი, აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სპეციალისტის (რეაგენტები და დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემები) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** რეაგენტებისა და ტესტ-სისტემების მიმართულების მართვა და განვითარება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გაცნობა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების მხარდაჭერა (ტექნიკური და საინფორმაციო);
** კომპანიის პროდუქტების პოპულარიზაცია სამედიცინო და ლაბორატორიულ სექტორში;
** აქტიური თანამშრომლობა გაყიდვებისა და სერვისის გუნდებთან.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიოლოგიაში, ბიოქიმიაში, ლაბორატორიულ მედიცინაში ან შესაბამის სფეროში;
** სასურველია ლაბორატორიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და გადაცემის უნარი;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა (პროფესიული დოკუმენტაციის წასაკითხად).
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობას დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში;
** პროფესიულ ზრდასა და ტრენინგებში მონაწილეობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: sales@interlab.ge
|
|
|
|