დასახელება:
უფროსი მზარეული, დამწყები მზარეული
|
მომწოდებელი:
ფიესტა
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
|
თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1. უფროსი მზარეული -1 ვაკანტური ადგილი
2. დამწყები მზარეული - 1 ვაკანტური ადგილი
1. მთავარი მზარეული
ჩვენი გუნდი ეძებს მონდომებულ მზარეულს, რომელსაც შეუძლია გაუძღვეს ჩენს პატარა სამზარეულოს.
ჯამში სამი დაქვემდებარებული. 2 მზარეული და 1 დიასახლისი.
მექსიკურ სამზარეულოში გამოცდილება აუცილებელი არ არის, ვმუშაობთ ჩენს მიერ შედგენილი რეცეპტებით.
ჩვენთვის მთავარია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, ამზადებდეთ გემრიელ კერძებს, იყოთ მოწესრიგებული და პუნქტუალური და შეგეძლოთ გუნდის მართვა.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
სამუშაო საათები: დღეში 9 საათი
ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
2. დამწყები მზარეული
ჩვენი გუნდი ეძებს მონდომებულ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება.
გამოცდილება: 0-1 წლამდე
ჩვენთვის მთავარია, გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.
სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
სამუშაო საათები: დღეში 9 საათი
ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: fiestabartbilisi@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|