Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: POS.GE
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
კომპანია "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2012 წლიდან მოყოლებული პროფესიოალურ დონეზეა დაკავებული მაღაზიის ინვენტარის, სავაჭრო აპარატების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მომარაგებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, თინა იოსებიძის 72 ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ₾ - 1500 ₾ + ბონუსი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა.

ძირითადი უფლება-მოვალეობები

** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** B2B-გაყიდვების გაძლიერება;
** პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა, პრეზენტაციის ჩატარება);
** მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** მომხმარებელთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება/ და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება.

კომპანია გპირდებათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@pos.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე