დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ლიდერმედი
|
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვების პროცედურების და ზოგადი პოლიტიკის შექმნა, დაგეგმვა და მართვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება ფინანსურ დეპარტამენტებთან ერთად;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** მარაგების მართვა; პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება მენეჯმენტისათვის.
** ბაზრის ტენდენციების და რისკების ანალიზი - ფასების ცვლილებების, ლოგისტიკური რისკების და ალტერნატიული წყაროების შეფასება;
** სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა და მართვა - საჭიროების შემთხვევაში კონკურენტული ტენდერის ორგანიზება და დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების შედგენა და კონტროლი - მომწოდებლებთან ხელშეკრულებების განხილვა, პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
** საბანკო გარანტიებისა და გადახდის პირობების კონტროლი - საფინანსო ვალდებულებების დროული შესრულების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესის ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება - პროცესების ოპტიმიზაცია;
** მომწოდებელთა შეფასების სისტემის დანერგვა -ხარისხის, ფასის კრიტერიუმების მიხედვით მუდმივი შეფასება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2025
დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge
|
|
|
|