Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665871&print=yes&view=jobs
 
მიმღები ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო აივანი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
სასტუმრო "აივანი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი, სამღებროს ქუჩა 23/5
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა, როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
** ოთახების სტატუსის გადამოწმება (სუფთა/დასასუფთავებელი);
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** სატელეფონო ეტიკეტის დაცვა;

მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr.hotelaivani@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 511 11 33 70

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სასტუმრო "აივანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია