დასახელება:
კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებთან ურთიერთობის სრული ციკლის მართვა გაყიდვის შემდგომ ეტაპზე;
** არსებული მობინადრეების მხარდაჭერა მათი მოთხოვნის შესაბამისად (ბინის ან პროექტის ცვლილებების შეთანხმება; გადახდების გრაფიკის ცვლილებების შეთანხმება; მყიდველის ცვლილების ფორმალური დადასტურება და დოკუმენტაცია);
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ინფორმაციის რეგულარული გაზიარება მობინადრეებთან;
** დიზაინერებთან კლიენტების შეხვედრების ორგანიზება (შეხვედრის საგნის განსაზღვრა/შეთანხმება; ** საბოლოო დიზაინის ნიმუშების პროგრამაში ასახვა; ინფორმაციის გაზიარება ჩართულ მხარეებთან);
** კლიენტების სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** ბინების ჩაბარების პროცესის კოორდინაცია (გასაღების გადაცემა დადგენილი პროცედურების მიხედვით; ბინის დოკუმენტაციის მოწესრიგება და ჩაბარება);
** ბინის რეგისტრაციის პროცესში მომხმარებლების ინფორმირება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა;
** კლიენტებთან ურთიერთობის გუნდის ხელმძღვანელობა და პროცესების კონტროლი;
** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია;
** მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან სხვა დაკავშირებული სფერო);
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის, პრობლემების ეფექტურად გადაჭრის და კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - განსაკუთრებით Excel; CRM სისტემები);
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე;
** დამატებით სხვა უცხო ენების ცოდნა უპირატესად ჩაითვლება.
სამუშაო გამოცდილება:
მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/JOJcIgpc
|
|
|
|