Робота для біженців з України
წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი
მომწოდებელი: რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ზაჰესის დასახლება

მოვალეობები:

** ინგრედიენტების მიღება, აწონვა და დადგენილი რეცეპტურის მიხედვით ტექნოლოგიური პროცესების დაწყება;
** სხვადასხვა ტექნოლოგიური აპარატურის მართვა და პროცესის პარამეტრების კონტროლი;
** ტემპერატურის, წნევის და დროის რეჟიმების დაცვა სტანდარტების და ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისად;
** პროდუქტის ხარისხზე ზრუნვა წარმოების ყველა ეტაპზე;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
** წარმოების პროცესში უსაფრთხოების და წესების მკაცრი დაცვა.

მოთხოვნები:

** მინიმუმ სრული სკოლის განათლება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ლოგიკური აზროვნების უნარი და გუნდში მუშაობის მზადყოფნა;
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ სავალდებულო არ არის.

პირობები:

** განაკვეთი: ნახევარი ან სრული განაკვეთი (შეთანხმებით);
** ხელფასი: კონკურენტული/საბაზრო;
** კვება: უფასო;
** ბენეფიტები: მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, სადღესასწაულო პრემიები და დანამატები, ანაზღაურებადი შვებულება.

თუ გსურთ მუშაობა სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@sourcreammaster.com ან დარეკეთ +995 577 50 44 23 მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე