დასახელება:
ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სსიპ კოლეჯი მოდუსი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 სექტემბერი
|
თანდართული ფაილი:
665782_cv_4353624.zip
|
სსიპ "კოლეჯი მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის პოზიციაზე ქ.რუსთავში.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეკრუტირება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის მიზნით;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების კონსულტირება პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისი მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღებისას;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასება პროფესიული ინტერესების, წინაპროფესიული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფორიენტაციის განხორციელება კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან ერთად;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აპლიკანტების პროფესიულ განათლებაში ჩართვისთვის განსაზღვრული პროცედურების უზრუნველყოფა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროფესიულ სტუდენტთა მონაცემების აღრიცხვა/წარმოება;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთათვის სასწავლო პროცესისა და სასწავლო გარემოს განსაზღვრა, სასწავლო პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
** პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთათვის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის დაზუსტებასა (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა) და შეფასების ინსტრუმენტების ადაპტირებაში აქტიური მონაწილეობა;
** პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად სასწავლო მასალის ადაპტირება, გარემოსა და დამხმარე საშუალებების აკომოდირება;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების სტანდარტული/დაზუსტებული/მოდიფიცირებული მოდულების, შეფასების ინსტრუმენტებისა და შეფასების უწყისების ერთიან ელექტრონულ საქმისწარმოების სისტემაში - Eflow ატვირთვა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა სასწავლო პროცესის მეთვალყურეობა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა სასწავლო პროცესზე დასწრება/ დაკვირვება; მათი ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის, ასისტენტებისათვის;
** პროფესიულ სასწავლებელში ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშემწყობი გუნდის შეხვედრის/ შეხვედრების ორგანიზება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა მშობლებთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან, ადმინისტრაციის წევრებთან, ასევე საჭიროებისამებრ მოწვეულ სპეციალისტებთან შეხვედრა, მათი კონსულტირება;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საგანმანათლებლო პროცესისა და განხორციელებული მხარდამჭერი აქტივობების დოკუმენტირება;
** პრაქტიკული სწავლების განხორციელების ეტაპზე, ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესის და სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით აქტივობების/სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** აქტიური თანამშრომლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთან, ოჯახთან, პროფესიულ მასწავლებლებთან, დამსაქმებელთან;
** აქტიური თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და/ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებში/სამუშაო შეხვედრებში და ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
განათლება:
** ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 სექტემბერი.
|
|
|
|