Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665751&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Geosm
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია "Geosm" დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 3000-მდე დასახელების პროდუქცია. მაღაზია ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 10:00-20:00სთ, დასვენება - ყოველ მესამე დღეს
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული + სამი თვის შემდეგი ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება;
** მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა;
** კლიენტების პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და კომპანიისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** შრომისმოყვარე;
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: shop@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია