დასახელება:
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ალფა პეტი
|
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
|
"ალფა პეტი" საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: Alfa-pet.com
"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: 1300 ლარი (NET)
სამუშაო დრო: არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.
ძირითადი ფუნქციები:
** პროდუქციის დამზადების ხარისხის კონტროლი (ნიმუშების შიდა ლაბორატორიული შემოწმება, მონაცემების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება);
** დამზადებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი, კომპანიაში დანერგილი ხარისხის სტანდარტის შესაბამისად (ინსპექტირების სიხშირისა და სპეციფიკის გათვალისწინებით);
** პროდუქციის წარმოების პროცესის კონტროლი - ცვლის უფროსების მიერ დამზადების ეტაპზე ჩასატარებელი შემოწმების შესრულების მონიტორინგი;
** გამოვლენილი ხარვეზებისა და შეუსაბამობების რეგისტრაცია ჟურნალში და შესაბამისის ადრესატების დროული ინფორმირება დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ;
** დამზადების პროცესში აღმოჩენილი წუნდებული პროდუქციის ამოღება სამუშაო პროცესიდან შესაბამისი წესის დაცვით და წუნის გამომწვევი მიზეზების დადგენა;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების / ხარვეზების აღმოფხვრისთვის დაგეგმილი კორექციული და პრევენციული ღონისძიებების დროული შესრულების მონიტორინგი;
** დამზადებული პროდუქციის სარეალიზაციო სახის შერჩევითი კონტროლი (მარკირება, შეფუთვა);
** ჰიგიენური სტანდარტების კონტროლი;
** მექანიკური და ტექნოლოგიური შეცდომების კონტროლი;
** შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** დანადგარებით გამოწვეული ხარვეზების კონტროლი და შესაბამისი ადრესატების დროული ინფორმირება;
** ადამიანური და მექანიკური შეცდომების მინიმიზაცია;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია, სამუშაოს ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად;
** სამუშაო სივრცეში FSS 22000 (სურსათის უვნებლობა) სტანდარტის მოთხოვნებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
დამატებითი სარგებელი:
** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვების ხარჯების თანადაფინანსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული ტექნიკური განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
** სისტემურობა და ორგანიზებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
|
|
|
|