Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665663&print=yes&view=jobs
 
ფორმა 2-ის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფორმა 2-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. "KTW ჯგუფი" ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობის" შვილობილი კომპანია "კატევე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ფორმა 2-ის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მასალების ღირებულებების კორექტირება, (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და შესყიდვების დეპარტამენტში წარდგენა სამუშაო სახელმძღვანელოდ;
** ფაქტობრივი და შესასრულებელი ხარჯთაღრიცხვების მუდმივი მონიტორინგი, კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან შედარება;
** ხარჯებისაღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება;
** საპროექტო ნახაზების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, გადახდის გრაფიკების შედგენა შემდგომი აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით;
** ხელშეკრულებებსა და ხარჯთაღრიცხვებში მითითებული მუშახელის ანაზღაურების ფორმირება/კორექტირება ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება შემდგომი გამოყენების მიზნით;
** ახალი ობიექტებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და პროექტის მენეჯერებისთვის გაცნობა;
** სამშენებლო-სარემონტო პროექტების მიმდინარეობისას შუალედური და საბოლოო ფორმა 2-ის მომზადება, ხელმძღვანელობასთან წარდგენა. -ფარული სამუშაოების აქტების მომზადების პერიოდული კონტროლი;
** პროექტის მენეჯერთან ერთად შესასყიდი მასალის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 9 ოქტომბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფორმა 2-ის სპეციალისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია