Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Be5
გამოქვეყნდა: 11 სექტემბერი / ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი
"Be5" არის საერთაშორისო ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ეხმარება ბიზნესებს რეპუტაციის მართვაში, რეიტინგის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლებაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანიებთან სხვადასხვა სფეროში, რათა დავეხმაროთ მათ ბრენდის ციფრულ ზრდასა და იმიჯის გამყარებაში.

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც აქვს სტრატეგიული ხედვა და კომუნიკაციის მაღალი უნარები. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება გაყიდვების პროცესის განვითარება და კომპანიის ზრდაში წვლილის შეტანა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება 2, 500 - 7, 000 ლარის ფარგლებში ბონუს სისტემა, შედეგებზე დაყრდნობით.
** მოქნილი სამუშაო საათები - მთავარი კრიტერიუმია შედეგი და გაყიდვების რაოდენობა

ადგილები შეზღუდულია

მოთხოვნები და უნარები:

** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** Microsoft Excel-ის კარგად ფლობა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (წერა/კითხვა/მეტყველება)
** სარეკომენდაციო წერილი ბოლო სამუშაო ადგილიდან
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარებისა და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** რეპორტინგი და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტელემარკეტინგის გამოცდილება
** ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** CRM სისტემების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა

გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სარეკომენდაციო წერილი შემდეგ მისამართზე Info@trustge.ge

სათაურში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე