Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665566&print=yes&view=jobs
 
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: რედიქსი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
რედიქს ჯგუფი - უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია დაარსდა 2007 წელს და მას შემდეგ თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის, ტურიზმის, მშენებლობის, დეველოპმენტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.

ამჟამად რედიქს ჯგუფი მართავს უძრავი ქონების 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, რომლებიც მოიცავს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საექსპლუატაციო ქონებას, მშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფ საკუთრებებსა და მიწის ბანკს.

კომპანია ამჟამად 500-მდე პროფესიონალ, მოტივირებულ და საერთო ღირებულებებით გაერთიანებულ გუნდის წევრს მოიცავს.

რედიქს ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ჩვენ, ვეძებთ გამოცდილ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების პროექტირებასა და დიზაინში.

მოვალეობები:

** ინტერიერის კონცეფციის შემუშავება და განვითარება;
** დეტალური სამუშაო ნახაზებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** მასალებისა და ავეჯის შერჩევა;
** 3D ვიზუალიზაციების მომზადება;
** გუნდისა და კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** პროფილური უმაღლესი განათლება, ინტერიერის დიზაინის ან არქიტექტურის განხრით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა:
** ArchiCAD ან AutoCAD / SketchUp / Photoshop / 3ds Max / V-Ray / Corona ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** პროექტების პრეზენტაციისა და დოკუმენტაციის მომზადების უნარი.

სასურველი მოთხოვნები:

** თანამედროვე დიზაინ-ტრენდების ცოდნა;
** სამშენებლო პროცესის ზოგადი ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადების დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ესთეტიკური ხედვა;
** ყურადღებიანი და დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, Cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@redix.ge არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია