Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665541&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"მეგატექნიკა" უკვე 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.megatechnica.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა/შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
** სოც.მედიის მეშვეობით მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ინბოქსი/კომენტარები);
** ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** ოფისის სტუმრების მიღება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** საოფისე მარაგების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მარაგების შევსება.

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია