Робота для біженців з України
ექსელი - საბაზო, გაძლიერებული, ბიზნეს ანალიტიკა, მოდელირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსელი - საბაზო, გაძლიერებული, ბიზნეს ანალიტიკა, მოდელირება
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს Microsoft Excel-ში:
Basic, Advanced level, ბიზნეს ანალიტიკა, ფინანსური ანალიზი და მოდელირება - ექსელში!
შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 25 წლიან გამოცდილებას!

ტრენინგების ჩატარება შესაძლებელი იქნება, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს!

Basic Level:

განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც არ ჰქონიათ შეხება ექსელთან.

** Start
** ექსელის მომართვა:
** დოკუმენტის პარამეტრების მართვა:
** დოკუმენტის ფორმატირება:
** მონაცემების ტიპები
** ფორმულები: sum, average, count, max, min, if, if+if, sumif, countif, today, day 360, weekday, conditional formating

კურსის დასრულების შემდგომ:

** გექნებათ ექსელის საბაზისო შესაძლებლობების კარგი ცოდნა.
** თავს იგრძნობთ უფრო კომფორტულად ექსელის სამუშაო გარემოში და შეძლებთ ცხრილების/გრაფიკების აგებას და კორექტირებას.
** გეცოდინებათ საბაზისო ფორმულები, რომელიც დაგეხმარებათ უფრო პროდუქტიული იყოს თქვენი სამუშაო ცხრილები/გრაფიკები რომელთაც თქვენ შექმნით იქნება უფრო ეფექტური და პრეზენტაბელური.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 6 ლექციას
ღირებულება ინდივიდუალურად: 250 ლარი (დისტანციურად) 400 ლარი (ადგილზე) ერთი მსმენელისთვის
2-3 კაციან ჯგუფში: 200 ლარი (დისტანციურად) - 250 ლარი (ადგილზე) ერთი მსმენელისთვის
4 კაციდან ჯგუფში: 170 ლარი (დისტანციურად) - 200 ლარი (ადგილზე) ერთი მსმენელისთვის

Advanced Level:

განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე იცის საბაზისო დონე და მუშაობს დიდი მონაცემთა ბაზებში.აღნიშნული კურსი დააინტერესებთ მათ, ვისაც უწევთ ფინანსური, სტატისტიკური ან სხვა საშედეგო ანალიზური ინფორმაციის დამუშავება-მომზადება Excel-ში, კურსის მიმდინარეობისას განვიხილავთ პრაქტიკულ ამოცანებს ფინანსური ანგარიშგებების, ფულადი ნაკადების და ხარჯთაღრიცხვის კუთხით, ასევე საწარმოო ბიუჯეტის დაგეგმარებას, ანალიზისა და საკონტროლო ცხრილების მექანიზმებს;

დიდი მოცულობის სამუშაო გვერდზე მუშაობა:

** ლოგიკურ ფუნქციებთან მუშაობა (If, Iferror, And, Or, True, False) Logical IF+IF; IF+AND+OR
** საძიებო ფორმულები: Vlookup, Hlookup, Lookup, index, indirect, match.
** სტატისტიკური ფორმულები: countif, averageif, countifs, averageifs, count A, count blank
** ტექსტური ფორმულები: left, right, mid, find, search, concatenate, rept, replace, proper, substitute, text;
** თარიღის და დროის ფუნქციები: Today, Now, Date, Day, Month, year, Hour, Minute, edate, eomonth, networkdays weeknum, workday
** Name Manager -თან მუშაობა (Name Box, Define Name, Create From Selection) ახალი სახელების შექმნა და მათი რედაქტირება;
** Data Validation: კრიტერიის დადგენა ტექსტის, თარიღის თუ რიცხვის შეზღუდვის დასაწესებლად, უჯრაში სიის შექმნა
** მათემატიკური ფუნქციები: Even, Odd" Sumif, Sumifs, Subtotal; Sumproduct, Conditional Formulas and Formating
** გაფართოებული ფილტრი (Advanced Filter), ინფორმაციული ფუნქციები, ტექსტის დაშლა სვეტებად (Text To Column)
** ფორმულის შემოწმება და ხარვეზების პოვნა; სამუშაო წიგნის, სამუშაო გვერდის და არეალის დაცვა
** Table Format, Pivot table, Pivot chart, ფინანსური ფუნქციები: FV, pv, pmt, ppmt, nper;

კურსის დასრულების შემდგომ:

** შეძლებთ სწრაფად დაამუშაოთ დიდი მონაცემთა ბაზები და განახორციელოთ მათზე მოქმედებები;
** შეძლებთ ვრცელი ცხრილების მარტივ და პრეზენტაბელურ რეპორტებად გარდაქმნას;
** ფორმულების და ფორმატირებების ცოდნა საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ ვადები პროდუქციაზე, ასევე დებიტორთა თუ საკუთარი დავალიანებების გრაფიკი.
** შეძლებთ მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას ისე რომ ერთის განახლება იწვევდეს მეორის ავტომატურ განახლებას
** ფორმატინგის შეამცირებთ დიდ მონაცემებთან მუშაობისას ადამიანის მექანიკური შეცდომების მოხდენის ალბათობას
** შეძლებთ რთულ ფორმულებთან მუშაობას და თავად ჩაწერილი ფორმულის ანალიზს Error-ის შემთხვევებში; და ა.შ.

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს: 8 ლექცია
ღირებულება ინდივიდუალურად - 350 ლარი (დისტანციურად) - 500 ლარი (ადგილზე) ერთი მსმენელისთვის;
2-3 კაციან ჯგუფში: 300 ლარი (დისტანციურად) - 350 ლარი (ადგილზე) - ერთი მსმენელისთვის;
ჯგუფში 4 კაციდან: 250 ლარი (დისტანციურად) - 300 ლარი (ადგილზე);

ბიზნეს ანალიტიკა - Excel-ის გამოყენებით

გახდი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიმღები და შეისწავლე Excel როგორც მენეჯერული და ანალიტიკური ინსტრუმენტი.

ვისთვის არის კურსი?

** სპეციალისტები - ფინანსური, საოპერაციო, კომერციული დეპარტამენტებში
** მენეჯერები - ოპერაციები, ფინანსები, კომერცია
** ანალიტიკოსები - ოპერაციები, ფინანსები, კომერცია
** კარიერული ზრდის მსურველები - კონკურენტული უპირატესობისთვის
** Excel-ის მომხმარებლები - ნებისმიერი გამოცდილებით

წინაპირობა: საბაზო დონეზე Excel-ის ფლობა

ისწავლება:

** Excel-ით ფინანსურ-საოპერაციო მოდელირება
** ბიზნეს ქეისები, მოგების მაქსიმიზაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია (Break-even, CVP)
** ფინანსური მათემატიკა
** ცხრილების ფორმატირება და დამუშავება
** ფუნქციების ფართო სპექტრის გამოყენება: ფინანსური, სტატისტიკური, მათემატიკური, ლოგიკური, თარიღების, ტექსტური და ლუქაფ კატეგორიები
** მონაცემთა დამუშავება და რეპორტინგი

Excel-ის ხელსაწყოები:

** What-If Analysis, Scenario Manager, Goal Seek ფუნქციონალების გამოყენება
** სტატისტიკური ფუნქციები - CORREL, Regressions, Average, Median, Mode, Stdev, Min, Max და სხვ.
** ფინანსური ფუნქციები - NPV, IRR, PV, FV, PMT
** ლოგიკური ფუნქციები - IF, AND, OR, NOT, Nested If
** ტექსტური ფუნქციები - Concatenate, Trim, Find, Len, Left, Right
** გრაფიკები და ტრენდები - Trendlines, Forecast, Bar Chart, Pie Chart, Line Chart, Histogram, Scatterplot
** მონაცემთა დამუშავება - Pivot Table, Sort, Remove Duplicates, Grouping, Filters, Custom Filters, Data Validation
** საძიებო ფუნქციები - VLOOKUP, HLOOKUP, XLOOKUP, LOOKUP, Index, Match
** თარიღის ფუნქციები - Today, Now, Year, Month, Day, Days, Hour, Minute
** მათემატიკური ფორმულები - SUMIF, SUMPRODUCT, Round, RandBetween და სხვ.

კურსის შემდეგ შეძლებ:

** პრაქტიკაში EXCEL პროგრამა მაქსიმალურ გამოყენებას
** მონაცემთა ეფექტურ დამუშავებას და რეპორტინგს
** Excel-ის ფუნქციების ფართო სპექტრის გამოყენებას
** ბიზნეს-ქეისების მოდელირებასა და ანალიზს
** მენეჯმენტში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას

კურსის ხანგრძლივობა: 8 ლექცია
ფასი: ჯგუფში - 450 ₾ | ინდივიდუალური - 650 ₾
კურსი: ფინანსური ანალიზი და მოდელირება Excel-ის გამოყენებით
კურსის მიზანი: მსმენელებს განუვითარდეთ ფინანსური ანალიზისა და მოდელირების უნარები.

ისწავლება:

** ბიზნესის რეგისტრაციის ტიპებსა და შესაბამის ლეგალურ-საგადასახადო საკითხებს,
** ინვესტიციების მომგებიანობის, მოგება-ზარალის, ბალანსის, ფულადი ნაკადებისა და კაპიტალის ეფექტურობის შეფასების მეთოდებს,
** Excel-ის პრაქტიკულ ტექნიკებსა და მოდელირების ინსტრუმენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემთ ეფექტურად შეაფასონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

მიზნობრივი აუდიტორია

სპეციალისტები და მენეჯერები ნებისმიერი სექტორიდან, ვისაც სურს:

** გააფართოოს ფინანსური ხედვა,
** გაიმარტივოს ურთიერთობა საფინანსო და საბუღალტრო განყოფილებებთან,
** განავითაროს ფინანსური ანალიზის, მოდელირებისა და პროგნოზირების პრაქტიკული უნარები.

კურსის მოდულები

1. ფინანსური უწყისების სტრუქტურა და ანალიზი

** ძირითადი ანგარიშგებები: მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადები (Excel მაგალითებით).
** ფინანსური განტოლებები: კაპიტალის სტრუქტურა, ბალანსის განტოლება, მარაგების განტოლება, ორმაგი გატარებები.

2. ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი

** მოგების მარჟები: Gross Margin, Net Margin.
** ბრუნვადობის კოეფიციენტები: Stock Turnover, Conversion.
** ლიკვიდურობის მაჩვენებლები: Current Ratio, Quick Ratio.
** უკუგების კოეფიციენტები: ROI, ROA, ROE.

3. ინვესტიციების შეფასება და ფულის დროში ღირებულება

** ფინანსური მათემატიკა: PV, FV, NPV, IRR, PMT.
** ROI-ს გამოთვლა.
** ინვესტიციების მოდელირება და სცენარების ანალიზი Excel-ში.

4. მომგებიანობის ანალიზი

** CVP (Cost-Volume-Profit) ანალიზი.
** Break-Even წერტილის განსაზღვრა.
** ქეისების განხილვა.
** პრაქტიკული მოდელები Excel-ში.

5. გადასახადები და რეგულაციები

** ბიზნესის რეგისტრაციის ტიპები და საგადასახადო ვალდებულებები.
** გადასახადები: საშემოსავლო, დღგ, მოგების, იმპორტის, საბაჟო.
** სახაზინო კოდები და ურთიერთჩათვლები.
** RS.ge პორტალზე ოპერაციების პრაქტიკული განხილვა.

კურსის ხანგრძლივობა - 5 ლექცია
მცირერიცხოვან ჯგუფში — 400 ლარი
ინდივიდუალური — 600 ლარი
არჩევითი: მასტერკლასი 1, 2 — 100 ლარი
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი!

ტრენერი: რეზო ლომაძე - ორმაგი მაგისტრი, 15+ წელი მენეჯმენტში, Johns Hopkins University სერტიფიკატი, SimpleLearn სერტიფიკატი ბიზნეს ანალიტიკაში Excel გამოყენებით.

დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: http://vipintellect.ge/ge

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

ტელ: 551196110; 593618212;

ელფოსტა: ninovipicg@gmail.com

მის: წერეთლის 87ზ, დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ სკვერთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე