დასახელება:
უმცროსი ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ლუქსარტი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია "ლუქსარტი" - "L`Occitane Group"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.
L`Occitane Group"-ი წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელია სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში. "L`Occitane Group"-ის პორტფოლიოში, რომელიც აქცენტს აკეთებს ორგანულ და ბუნებრივ ინგრედიენტებზე, შედის შემდეგი პრემიუმ სილამაზის ბრენდები: L`OCCITANE en Provence, Melvita, Erborian, ELEMIS, Sol de Janeiro, L`OCCITANE au Brésil, LimeLife by Alcone, და Dr. Vranjes Firenze.
აღნიშნული ბრენდი საქართველოში წარმოდგენილია 2012 წლიდან. "ლოქსიტანის" ყვითელი, კაშკაშა ბუტიკები მდებარეობს ქ.თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზ.#40-ში, სითი მოლსა და გალერეა თბილისში.
ჩვენი მიზანია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნა და დამკვიდრება საქართველოში. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიური, პროფესიონალი, გამოცდილი თანამშრომლებით და ორიენტირებულია მათ ზრდა-განვითარებაზე.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** "ვაკის საცურაო აუზის" აბონიმენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი და ბალანსი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლვოვის ქ.92;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტალური, ყოველკვირეული და ad-hoc ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
** აქტიური ჩართულობა ბიზნეს პროცესებში და მათი სიღრმისეული გაგება.
** არასტრუქტურირებული მონაცემების ტრანსფორმაცია და მათი ანალიზისთვის გამოსადეგ ფორმატში მოყვანა.
** მონაცემებზე დაფუძნებული ინსაიტების (data-driven insights) მიწოდება ბიზნესის გადაწყვეტილებების მისაღებად.
** მონაცემების სიზუსტისა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმატის უზრუნველყოფა.
** მონაცემთა ვიზუალიზაციის ესთეტიკურობისა და მიმზიდველობის უზრუნველყოფა.
აუცილებელი კვალიფიკაცია/უნარები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, სტატისტიკის, ან მონაცემთა ანალიზის მომიჯნავე სფეროში.
** Excel-ის მოწინავე ცოდნა, მათ შორის:
** Pivot ცხრილები (Pivots)
** Lookup ფუნქციები (VLOOKUP, HLOOKUP, XLOOKUP)
** პირობითი ფორმატირება (Conditional Formatting)
** სხვა ანალიტიკური ფუნქციები.
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე.
** კომუნიკაციის კარგი უნარები, როგორც წერითი, ისე ზეპირი.
სასურველი კვალიფიკაცია/უნარები:
** Excel-ის მაკროების (Macros) ცოდნა.
** PowerBI-ის ცოდნა, მათ შორის DAX და Power Query.
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, SQL).
** წინა გამოცდილება Apex-თან (1C, SAP სისტემების ცოდნა ასევე მისასალმებელია).
** მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპების გაგება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი და სწავლის სურვილი.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შესაბამისობისა და დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@luxart.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
"ლუქსარტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|