დასახელება:
მიკროავტობუსის მძღოლი
|
მომწოდებელი:
Inex Group
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მიკროავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით
ანაზღაურება: 1500 ლარი
საქმიანობის აღწერა:
** თანამშრომლების უსაფრთხო და დროული გადაყვანა განსაზღვრულ მარშუტზე
** გამოყოფილი ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვა;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა D კატეგორია;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
უნარები:
** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "მძღოლი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|