დასახელება:
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მაიამედი
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აპარატურის იმპორტიორი კომპანია "მაიმედი" (https://mayamed.ge/ka) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, მხატვრის ქუჩა 23
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30
ფუნქციები:
** გაყიდვების სტრატეგიის მართვა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში.
** გუნდის მართვა და პროცესების ორგანიზება
- გაყიდვების გუნდის სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების ეფექტური დელეგირება.
- გუნდის შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
** გაყიდვების პროცესების მონიტორინგი და განვითარება
- ეფექტური გაყიდვების გეგმის შექმნა და განხორციელების უზრუნველყოფა
- გაყიდვების პროცესებში უშუალო ჩართულობა და სტიმულირების ხელშეწყობა.
** პარტნიორებთან ურთიერთობა
- საკონსიგნაციო პერიოდების მონიტორინგი და დროული შესრულების უზრუნველყოფა.
- პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან მუდმივი კომუნიკაცია და ურთიერთობის განვითარება.
** ანალიტიკა და რეპორტინგი
- ყოველთვიური გაყიდვების შედეგების და გუნდის მუშაობის ანალიზი.
- შედეგების წარდგენა გენერალურ დირექტორთან, რეკომენდაციებითა და განვითარების გეგმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ან სამედიცინო მიმართულებით;
** 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის ან მმართველ მენეჯერულ პოზიციებზე;
** გამოცდილება ჯანდაცვის ინდუსტრიაში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდის ლიდერობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი.
ანაზღაურება: ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: office@mayamed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
"მაიამედი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|