დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - ადამიანური რესურსების მართვა, მენეჯმენტი, ფსიქოლოგია ან სხვა დაკავშირებული სფერო
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით, აქედან მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის კარგად ცოდნა
** თანამედროვე HR ტენდენციებისა და პრაქტიკების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობისა და სტრატეგიული აზროვნების უნარი
** ძლიერი ორგანიზაციული და პრობლემის გადაჭრის უნარები
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
მოვალეობები:
** HR სტრატეგიის ჩამოყალიბება და კომპანიის საერთო სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა
** HR პოლიტიკების, პროცედურებისა და დოკუმენტაციის შემუშავება და დანერგვა
** თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და ადაპტაციის პროცესების მართვა
** შრომითი კონტრაქტების და კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა შეფასების სისტემების დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება
** განვითარების, სწავლების და კარიერული ზრდის პროგრამების დაგეგმვა
** შიდა კომუნიკაციის და კორპორაციული კულტურის მხარდაჭერა და განვითარება
** სამუშაო კლიმატისა და თანამშრომელთა ჩართულობის მონიტორინგი და გაუმჯობესება
** კონფლიქტების მართვა და შრომითი სამართლის პრინციპების დაცვა
** HR ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან და შესაბამის უწყებებთან
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 09 ოქტომბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
|
|
|
|