Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665206&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"მილანური ბისტრო - 84" დაარსდა 2017 წელს და 3 ფილიალით წარმატებით ფუნქციონირებს გასტრო ინდუსტრიაში.

"მილანური ბისტროს" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაციები:

** ი.ვეკუას 14 (გლდანი პლაზა)
** პეკინის N8

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება;
** ჰასპის სტანდარტის დაცვა;
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** იტალიურის სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება.

ანაზღაურება: 1800 ლარიდან
ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება კანონმდებლობის შესაბამისად.
სამუშაო საათები: კვირაში 6 დღე (8 სთ)

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: Hrground84@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია