Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665198&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის და ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის და ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის და ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება.
ანგარიშვალდებული: კლინიკურ მენეჯერთან/დირექტორთან.

კლინიკა "ჯერარსი" ეძებს კვალიფიციურ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის ეფექტიანობას და ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მიდგომას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** დოკუმენტაციის სრულყოფილი და კანონმდებლობის შესაბამისი წარმოების უზრუნველყოფა, კლინიკის ყველა სტრუქტურულ ერთეულში;
** სამედიცინო ჩანაწერების შიდა აუდიტის ორგანიზება და კონტროლი;
** არაკორექტულად ან არამართებულად წარმოებული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესების კოორდინაცია;
** ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა;
** კლინიკის საქმიანობის შეფასების ინდიკატორების (KPI) ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** შიდა პროტოკოლების, პოლიტიკებისა და პროცედურების მომზადება და განახლება, მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით;
** თანამშრომლების ტრენინგი დოკუმენტაციის მართვასა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
** ხარისხის რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო, საჯარო მმართველობის, ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** არანაკლებ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დოკუმენტაციისა და/ან ხარისხის მენეჯმენტის სფეროში;
** ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, კლინიკური გაიდლაინებისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** შიდა აუდიტისა და ხარისხის მართვის სტანდარტების ცოდნა (მაგ. ISO, Temos)
** ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint);
** კლინიკური საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება ""სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის და ხარისხის მენეჯერის" ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია