Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665153&print=yes&view=jobs
 
სამაცივრე საწყობის მენეჯერი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამაცივრე საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია ჯიბე Cash & Carry, ოზურგეთის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-17:00
ანაზღაურება: 900 ლარი+ გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ბონუსი 500 ლარი
მისამართი: ქ.ოზურგეთი, სანაპიროს ქ#1

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** დადგენილი პერიოდულობით სამაცივრე კონტეინერის სასაქონლო მარაგების კონტროლი, შესაბამისი პროცედურის მიხედვით სასაქონლო მარაგების აღწერის ჩატარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია სამაცივრე პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 598597794
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია