დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Carexpress
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
15 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
"ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფოთის ფილიალში.
სამუშაო ცვლებში, 2 დღე დასვენება
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტლური რეპორტების შექმნა/წარდგენა;
** კონკურენტი კომპანიების ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ავტო-იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე გამართულად ფლობა;
პიროვნული თვისებები:
** სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.
ხელფასი: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge
|
|
|
|