დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კომპანია "სმგ" 2018 წლიდან წარმოადგენს EOUGEM ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოს ბაზარზე და სთავაზობს მომხმარებელს სამშენებლო დანიშნულების საშუალო და მცირე ზომის დამტვირთველებს, აგრეთვე ციცხვების და აგრეგატების ფართო არჩევანს გარანტიით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://WWW.SMGGROUP.GE
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების უზრუნველყოფა;
** სტრატეგიების დასახვა მომხმარებლის მოსაზიდად, რეალიზაციის გაზრდის უზრუნველსაყოფად;
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
** პროდუქციის მიღება-გაცემა-განთავსების და გაყიდვის პროცესის უწყვეტობის მონიტორინგი;
** ობიექტების პრობლემების თავმოყრა და სამსახურების მიხედვით სათავო ოფისის ინფორმირება;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართულად გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ისევე როგორც გუნდის მართვის გამოცდილება.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კორპორატიულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით.
** მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: info@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|