Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=665042&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და პერსონალის განვითარების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და პერსონალის განვითარების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, მადარტის გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და პერსონალის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** ტესტირება Excel-ში
** გასაუბრება დირექტორთან და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** მენეჯერული და ლიდერული თვისებების გამოვლენა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გუნდის ფორმირება და ეფექტური მართვა;
** მომსახურების სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, მათი განვითარების გეგმის (სამუშაო სტანდარტები, დროის მართვა, მომსახურების სტანდარტები. ლიდერული უნარები) და სამოტივაციო გეგმის დასახვა;
** გაყიდვების ოპტიმიზაცია;
** თვის ჭრილში გაყიდვების ანალიზი და ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; (პერიოდული რეპორტინგი).
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და გაყიდვების სტიმულირებაზე ზრუნვა;
** ფილიალში მიმდინარე გაყიდვების პროცესის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ძირითადი კომპეტენციები:

** უმაღლეს განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიან სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: 2400-4000 ლარი

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია