დასახელება:
სტაციონარის მორიგე ექთანი
|
მომწოდებელი:
ენმედიცი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს სტაციონარის მორიგე-ექთნის ვაკანსიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი სამედიცინო განათლება
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
** ექთნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მუდმივი მონიტორინგი, მოვლა, საჭირო მანიპულაციებისა და გამოკვლევების დროულად ჩატარების უზრუნველყოფა.
** სათანადო მხარდაჭერის გაწევა უმაღლესი სამედიცინო პერსონალისთვის შესაბამის მიმართულებაში მყოფი პაციენტის მკურნალობისას;
** ექიმის დაუყოვნებელი ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების შესახებ;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება.
სამუშაო გრაფიკი: თვეში 7 ან 8 მორიგეობა 16 სთ-სამუშაო დღეებში და 24 სთ შაბათ-კვირას
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლავრენტი მანაგაძის ქ.N 3 (ყოფილი - წინანდლის ქ. N 9-11) 300 არაგველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე
ხელფასი: 550 ლარი ხელზე ასაღები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დამიკავშირდით 596317070
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|