დასახელება:
შემდუღებელი
|
მომწოდებელი:
პრემიუმ მეტროპოლ ინკ
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პრემიუმ მეტროპოლ ინკ." აცხადებს ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ფუნქცია-მოვალეობები:
** წინასწარ გამზადებული ნახევარ ფაბრიკატების შედუღება მოცემული ნახაზების მიხედვით;
** საშუალო სირთულის დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება;
** მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შემდუღებლის ან სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
** საშუალო განათლება;
** სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infopmi@metropol.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 96 92 22.
|
|
|
|