Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: Starring Georgia
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე (დროებითი თანამშრომელი/დეკრეტის შემცვლელი).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N1; ხოლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (NET) - კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცესის, აგრეთვე კომპანიის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება/განახლება და საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა;
** შრომითი ხელშეკრულებების პროექტის მომზადება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების უზრუნველყოფა;
** ბუღალტრისთვის სახელფასო უწყისის მომზადება;
** საკადრო ბრძანებების და თანამშრომელთა მივლინების ბრძანების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა შერჩევა/დასაქმების პროცესის მართვა და მონიტორინგი (ვაკანსიის შედგენა, ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა, CV-ების გადარჩევა, გასაუბრების ჩანიშნა)
** თანამშრომელთა სამსახურებრივი ცნობების პროექტების მომზადება;
** RS-ზე დაქირავებულთა რეესტრის განახლების უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა დასწრებისა და სამუშაო დროის კონტროლი;
** თანამშრომელთა სადაზღვევო საკითხების ადმინისტრირება;
** კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება/ ადმინისტრირება/ გაგზავნა;
** თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მიზნით თემატური ტრენინგების დაგეგმვა და ტრენინგების საჭიროებების კვლევა;
** სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2 .
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს რომელიმე დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

** წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2025 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743) რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@bsa.gov.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე