დასახელება:
მემწვადე
|
მომწოდებელი:
რესტორანი ფასანაური
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"ფასანაური" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული რესტორნების ქსელია თბილისში, რომელიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, მყუდრო ატმოსფეროს და სტუმართმოყვარე სერვისს სთავაზობს. რესტორანი განსაკუთრებით ცნობილია ავთენტური ხინკლითა და კლასიკური კერძებით, რაც მას ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ ადგილად აქცევს.
ჩვენ ვართ ორიენტირებული კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.
რესტორანი ფასანაური აცხადებს ვაკანსიას - მემწვადის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ხორცის მომზადება და მარინადში შეყვანა
** გრილზე/შამფურზე პროდუქტის შეწვა, ცეცხლის კონტროლი
** საჭმლის ხარისხისა და გემოს უზრუნველყოფა
** სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოს მხარდაჭერა
** კალკულაციების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: ცვლადი, მცოცავი გრაფიკით
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: tsiradze34@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|