Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664908&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: ჯ.ბ. აუდიტი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
აუდიტორული ფირმა JB Audit აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: აუდიტორული ფირმის კონტრაქტორი კომპანიის ოფისი (თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ.).
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი (დარიცხული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
** დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება; ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა; სალაროს/ბანკის ოპერაციების აღრიცხვა;
** ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
** ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 1 წელი;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამ (ებ)ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ACCA სერთიფიკატი;

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე:
info.jbauditi@gmail.com წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია