დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
მომწოდებელი:
აი-სი-ი
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
აი-სი-ი უკვე 13 წელია ბაზარზე ოპერირებს ლიფტების, ესკალატორების, ტრაველატორების, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მიმართულებით. დღესდღეობით დარგის ერთ-ერთი ლიდერია, რასაც მოწმობს ის მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობს.
შპს აისი-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ინჟინრის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** ლიფტების ელექტრო გამანაწილებლების დათვალიერება და კონტროლი, დაზიანების შემთხვევაში შეკეთება;
** ლიფტების ქსელის და დიზელ გენერატორების კონტროლი;
** ლიფტების ელ.გამანაწილებლების დათვალიერება და დაზიანების შემთხვევაში შეკეთება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ელექტრონული, მექანიკური ან/და ავტომატიზაციის ინჟინერიის განხრით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** გადაადგილება ობიექტებზე კომპანიის მანქანით
სამუშაო პირობები:
სრული სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: gvantsalebanidze@ice.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ელექტრო-ინჟინერი".
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://ice.com.ge/
|
|
|
|