Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664872&print=yes&view=jobs
 
მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მებაღეობის განყოფილებაში მებაღეობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში); ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: დარიცხული თანამდებობრივი სარგო 2, 628 ლარი.
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** ბაღის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობასა და ბაღის ლანდშაფტური იერსახის შენარჩუნების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** ღია გრუნტის მცენარეებისათვის აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაღის ტერიტორიაზე შემოსული სარგავი მასალის ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასებისა და დოკუმენტირების ორგანიზება/განხორციელებაზე პასუხისმგებლობა;
** ბაღის ფიტოგეოგრაფიულ ნაკვეთებზე არსებული კოლექციების და ინფრასტრუქტურის რეგულარული მონიტორინგი, შესაბამის განყოფილებებზე დროული შეტყობინება და შემდგომი მონიტორინგი;
** პერიოდულად, განყოფილების უფროსისათვის ღონისძიებათა პროგრამის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშის წარდგენა;
** გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, შესრულებაზე ზედამხედველობა;
** მცენარეთა დაცვის მიმართულებით შესაბამისი განყოფილების ინფორმირება, გასატარებელ ღონისძიებებში ჩართულობა, შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** ახლადმიღებული თანამშრომლების ტრენინგის უზრუნველყოფა;
** გადამზადებისა და ინსტრუქტაჟის პროცესის ორგანიზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების, სატყეო საქმის, ეკოლოგიის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 10.10.2025

** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია