Робота для біженців з України
ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?

ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.

"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა, გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით "ჰილტონის" ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმური სერვისის ჩატარებას
** სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
** საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ

ველოდებით შენს რეზიუმეს ელფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე