Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=664630&print=yes&view=jobs
 
მოძრავი მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ზებრა გრუპი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
შპს "ზებრა გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ტერიტორია: მხოლოდ დასავლეთ თბილისი (საბურთალო, დიდი დიღომი, დიღომი, გლდანი)
გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, პროდუქციის მოწესრიგება და პლანოგრამის მიხედვით განთავსება;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის გამოტანა საწყობიდან და თაროებზე განთავსება;
** სტენდების/თაროების მაქსიმალურად შევსება;
** პროდუქციის ფასებისა და მარაგის კონტროლი;
** განთავსებული პროდუქციის ფოტომასალის ყოველდღიური წარდგენა WhatsApp-ის საშუალებით;
** მონაწილეობა წიგნის ფესტივალებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების (Excel, Word და სხვ.) ცოდნა;
** ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, ორგანიზებულობა.

დამატებითი ინფორმაცია:

თუ დაინტერესდით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადება აქტიურია 30 სექტემბრამდე.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია