Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბეიბი ლაინი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინ"-ის პროფილს წარმოადგენს ბავშვთა მოვლისა და ჰიგიენის საგნების იმპორტი და დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. იმპორტული პროდუქციის მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომი ფასის გამო, "ბეიბი ლაინი" უკვე 18 წელია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ამ სფეროში.

სადისტრიბუციო კომპანია "ბეიბი ლაინი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მერჩენდაიზერის ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობა და მოწესრიგება;
** მარაგის კონტროლი;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** შესრულებული სამუშაოს წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილის ფლობა (უპირატესობად ჩაითვლება)

პირობები:

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** დასვენების დღეები: შაბათი, კვირა;
** ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: info@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მერჩენდაიზერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 8 ოქტომბერი.

შპს "ბეიბი ლაინი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე